კარტერისა და ზეთის ფილტრის გადამყვანის მოხსნა | პროექტი კემპერი | სერია 05
ძრავის კარტერისა და ზეთის ფილტრის გადამყვანის მოხსნა რთული არაა, თუ იცი რა როგორ უნდა გააკეთო 👷♂️ ვიდეოს ნახვის შემდეგ თქვენ დამოუკიდებლად შეძლებთ იგივე საქმის გაკეთებას ნებისმიერ ავტომობილზე, პრინციპი ყველგან ერთიდაიგივეა! ასევე ამ ვიდეოში ვაკეთებ ძრავის გამორეცხვის II და III ეტაპს. მოკლედ ვიდეო ძალიან საინტერესოა და ჩაუჯექი!
ჩემს ყველა ვიდეოში დეტალურად ვუთითებ იმ ხელსაწყო-მოწყობილობების სრულ ჩამონათვალს, რასაც სამუშაოს შესრულების დროს ვიყენებ.🛠️
ამ სამუშაოს შესრულებისთვის გჭირდებათ მხოლოდ:
1) ქანჩების კრებული
2) ახალი ზეთის ფილტრი
3) რამოდენიმე ზეთის კონტეინერი, 1 აუცილებლად ღია - ჩამოსაშვებად, ხოლო დანარჩენი - დახურული, ძველი ზეთის შიგნით შესანახად.
4) დიზელი (ზავდება ავტომობილის ახალ ზეთში 50%-50% ზე)
5) ავტომობილის ახალი ზეთი (ზავდება დიზელში 50%-50% ზე)
6) ძაბრი
7) ABRO CARB & CHOKE CLEANER
8) კბილის ჯაგრისი (რთულად მისადგომი ადგილების მოხეხვისათვის)
9) Razor Blade Scraper
10) Wurth მაღალი ტემპერატურის გამძლეობის სილიკონის გერმეტიკი
11) Fel-Pro 71239 Oil Filter Adapter Gasket
12) რეზინის ჩაქუჩი
თუ გსურს ნახო როგორ გავმართავ ამ ავტომობილს საკუთარი ხელით და როგორ გადავაკეთებ კემპერად, დარჩი ჩემს არხზე! 🚙